saqarTvelos ufskrulebi - Tovliani ufskruli

ტერიტორიული ერთეული გუდაუთის მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 1975 მ
სიღრმე 1760 მ
მოცულობა 50-დან 96 ათ. მლნ. მ³
აღმოჩენის წელი 1971 წლის 9 აგვისტო
შესასვლელთა რაოდენობა 4
ტიპი კარსტული
ამგებელი ქანები ზედაიურული და ცარცული ასაკის კირქვები

 

კარსტული უფსკრული ბზიფის ქედზე, უღელტეხილი ძინის მიდამოებში, ზღვის დონიდან 1950 მ-ზე. გამომუშავებულია ზედაიურული და ცარცული ასაკის სქელშრეებრივ ძლიერ დამსხვრეულ კირქვებში. „თოვლიან უფსკრულში“ ერთმანეთს ცვლიან ღრმა შახტები და დამრეცფსკერიანი ვიწრო დერეფნები. ერთ-ერთი შახტის სიღრმეა 160 მ. „თოვლიანი უფსკრული“ ყოფილ სსრკ-ში ყველაზე ღრმაა (1753 მ), გამოკვლეული უფსკრულის ჯამური სიგრძეა 6 კმ, ხოლო მოცულობა 800 ათ. მ3. უფსკრულში თოვლი და ყინულის ნაფენებია. თოვლ-ფირნყინულების საერთო მოცულობაა 35000 მ3. „თოვლიანი უფსკრული“ ერთადერთია ყოფილ სსრკ-ში, სადაც ფირნი და მყინვარები ასეთ დიდ სიღრმეზეა. ჩასასვლელიდან 350 მ სიღრმეზე ჩნდება ნაკადი, რომლის დებიტი უფსკრულის ბოლოში 0,5 მ3/წმ, ხოლო ტემპერატურა 2°C აღწევს. ჩასასვლელი შახტის ჰაერის ტემპერატურა 0°C, დერეფანში 2°C, უნივერსიტეტის სახელობის დარბაზშია 3,4°C.